ბიბლიოთეკარის დღე

ბიბლიოთეკარის დღის აღსანიშნავად, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ნუნუ ჭელიძეს პროფესიული დღე მიულოცა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ნუნუ ჭელიძე 35 წელია ერთგულებით, პროფესიონალიზმითა და სიყვარულით ემსახურება საბიბლიოთეკო სფეროს განვითარებას. ბექა ვაჭარაძემ საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებს მადლობის სიგელი გადასცა სფეროში გაწეული შრომისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ფოთის მერია ულოცავს მუნიციპალიტეტში მოღვაწე ყველა ბიბლიოთეკარს პროფესიულ […]

ნორჩი სალონელები

გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში ნორჩმა სალონელებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და შემოქმედებითი პრეზენტაციები. მადლობა „გულის სამელნის“ წევრებს! წიგნის სიყვარული, თაობებს აერთიანებს ! ღონისძიების სრულად სანახავად გადადით ლიკზე: https://www.facebook.com/reel/2853841958313558

შეხვედრა ავტორთან

შემოქმედებითი საღამო: «სიტყვაო, მოდი, გამოჩნდი დროზე…» საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საბიბლიოთეკო გაერთიანების გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში გამორჩეული შეხვედრა გაიმართა. სტუმრად გახლდათ პოეტი, მწერალი და ლიტერატორი — ლაშა გვასალია. ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი ლექსები, პროზაული ნაწყვეტები და ისაუბრა ლიტერატურულ პროცესებზე. ღონისძიების სრულად სანახავად   გადადით  ლიკზე:https://www.facebook.com/reel/1305342391555181

„წიგნები, რომლებმაც დროს გაუძლეს“

30 აპრილს, ბიბლიოთეკარის დღეს, საბიბლიოთეკო კვირეული საზეიმოდ დაიხურა.საბიბლიოთეკო გაერთიანების გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში წლის საიუბილეო ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართა!  კლასიკური ლიტერატურა: „წიგნები, რომლებმაც დროს გაუძლეს“. საღამო დაეთმო იმ უკვდავ ქმნილებებს, რომლებიც ათწლეულებისა თუ ასწლეულების შემდეგაც არ კარგავენ აქტუალობას და კვლავაც მკითხველის ერთგულ მეგზურებად რჩებიან. განსაკუთრებული მადლობა ლიტერატურული სალონის — „გულის სამელნეს“ თითოეულ წევრს ასეთი შთამბეჭდავი […]

“სიტყვაო, მოდი, გამოჩნდი დროზე”

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ფილიალებმა წარმოადგინეს ღონისძიება : «სიტყვაო, მოდი, გამოჩნდი დროზე…» ბიბლიოთეკარებმა (მარინა შამათავა, ნანა ნადარეიშვილი, ანა ჯახაია) მკითხველებთან ერთად პოეტის ლექსები წაიკითხეს. მადლობა, ფოლკლორის ცენტრთან არსებულ ქალთა ტრიო “ფაზისს“, რომელმაც საღამოს გამორჩეული ელფერი შესძინა. მადლობა თითოეულ მონაწილესა და სტუმარს. ღონისძიების სრულად სანახავად   გადადით  ლიკზე:https://www.facebook.com/reel/1279256184373499

„პოეზიის ქიმია“

საბიბლიოთეკო კვირეული: „პოეზიის ქიმია“ შეიძლება თუ არა ლექსმა ფერი იცვალოს? ან ლიტერატურულმა შთაგონებამ ლაბორატორიულ სინჯარაში გადაინაცვლოს? საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, „გულის სამელნემ“ ტრადიციული სიმყუდროვე ქიმიის ლაბორატორიის იდუმალებით შეცვალა. პროექტის — „სკოლა და ბიბლიოთეკა“ — ფარგლებში, სალონელებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იბადება «პოეზიის ქიმია» . დიდი მადლობა თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლას და ქალბატონ ნატრული ტაბიძეს […]

იცნობდეთ თქვენს ბიბლიოთეკარებს ! 

იცნობდეთ თქვენს ბიბლიოთეკარებს ! საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ამჯერად ჩვენი კოლეგების შინაგან სამყაროში გეპატიჟებით. მთავარი ბიბლიოთეკის ფოიეში გაიხსნა გამოფენა — «შემოქმედებითი ფორმულარი» , სადაც ჩვენი ბიბლიოთეკარების მიერ თავისუფალ დროს, დიდი მონდომებით შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეს არის გამოფენა ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თქვენს სამკითხველო გამოცდილებაზე. დღეს თამარ ყაზარაშვილი, ნანა ნადარეიშვილი და ლეილა შეროზია თავად ხდებიან ავტორები და […]

„ქართველ კლასიკოსთა მემკვიდრეობა ხელნაწერებში“

ქართველი კლასიკოსების კვალდაკვალ: კონკურსი პედაგოგებისთვის საბიბლიოთეკო გაერთიანების სივრცემ უმასპინძლა გამორჩეულ პროექტს — „ქართველ კლასიკოსთა მემკვიდრეობა ხელნაწერებში“ . კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ განხორციელებული ეს ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგების მაქსიმალურ ჩართულობას ჩვენი ლიტერატურული საგანძურის კვლევის პროცესში. ღონისძიების სრულად სანახავად   გადადით  ლიკზე: https://www.facebook.com/reel/2034933487235495  

“ჯადოსნური კიბე ბავშვობაში”

 აპრილის მიწურულს, საქართველოში ერთი მშვენიერი ტრადიცია გვაერთიანებს — საბიბლიოთეკო კვირეული! ეს არის დღესასწაული ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ წიგნი ყველაზე დიდი თავგადასავალია, ხოლო ბიბლიოთეკა — ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება. პროექტის „სკოლა და ბიბლიოთეკა“ ფარგლებში, კვირეულის პროგრამა საზეიმოდ გაიხსნა. №4 საჯარო სკოლამ წარმოადგინა ღონისძიება — «ჯადოსნური კიბე ბავშვობაში» . ეს იყო დღე, ახალი აღმოჩენებით, წიგნისადმი […]