30 აპრილს, ბიბლიოთეკარის დღეს, საბიბლიოთეკო კვირეული საზეიმოდ დაიხურა.საბიბლიოთეკო გაერთიანების გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში წლის საიუბილეო ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართა!
კლასიკური ლიტერატურა: „წიგნები, რომლებმაც დროს გაუძლეს“.
საღამო დაეთმო იმ უკვდავ ქმნილებებს, რომლებიც ათწლეულებისა თუ ასწლეულების შემდეგაც არ კარგავენ აქტუალობას და კვლავაც მკითხველის ერთგულ მეგზურებად რჩებიან.
განსაკუთრებული მადლობა ლიტერატურული სალონის — „გულის სამელნეს“ თითოეულ წევრს ასეთი შთამბეჭდავი და საინტერესო პრეზენტაციისთვის!
ღონისძიების სრულად სანახავად გადადით ლიკზე:https://www.facebook.com/reel/859557773828086