ფოთის ბიბლიოთეკების ისტორია

ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების დაარსებას.

როგორც ცნობილია, ფოთის ინტელიგაცია და მოსწავლე-ახალგაზრდობა  სამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დიდ ნაკლებობას განიცდიდა.

ამ ნაკლის ერთგვარი გამოცდილების მიზნით ქალაქის თვითმართველობას ვინმე კ.ნოდიასთვის ცალკე მიწის ნაკვეთი გამოუყვია წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიის ასაგებად. გაზეთი ,,ივერია“1892წ იუწყებოდა, რომ კ.ნოდიას მაღაზიასთან სამკითხველოც გაიხსნა,რომელიც სამსახურს გაუწევს ფოთის საზოგადოებასო. ამავე გაზეთის ცნობით 1893 წელს ლ.ტუღუშს დაუარსებია ფასიანი სამკითხველო,რომლის ფონდი 200-მდე წიგნს მოიცავდა. ლ.ტუღუშის და კ.ნოდიას სამკითხველოები თავიანთი წიგნების ფონდით  ვერ აკმაყოფილებდნენ ფოთის მოსახლეობას,იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში მტკიცედ მოითხოვდნენ ფოთში საჯარო სამკითხველოს გახსნას.

1896 წელს  მასობრივი ხელმოწერა ჩატარდა სამკითხველოს გახსნის მსურველთა გამოსავლენად.

1897 წელს ა.ხოშტარიას და ნ.საბახტარაშვილს მიუმართავს თვითმმართველობისათვის, ს.მიხეილის ბულვარში გამოეყოთ ადგილი წიგნების სავაჭრო ფარდულის და სამკითხველოს შენობის ასაგებად.

1898 წლის 26 ნოემბერს ი.ფანცხავას თავმჯდომარეობით მოწყობილა საზოგადოებრიობის საერთო კრება ფოთში წიგნსაცავ-სამკითხველოს დაარსების თაობაზე.

ფოთის პორველი საჯარო სამკითხველო 1899 წლის 14 იანვარს გაიხსნა. ქალაქის საზოგადოებრიობამ ეს ღირშესანიშნავი დღე ზეიმით აღნიშნა.

ეპისკოპოსმა ალექსანდრემ საეკლესიო წესის თანახმად აკურთხა კულტურის ეს ახლად დაარსებული კერა და სამკითხველოს 100 მანეთი შესწირა.

ამ საერთო სახალხო ზეიმში ნ.ნიკოლაძემაც მიიღო მონაწილეობა.

ქალაქოს საჯარო ბიბლიოთეკა სათანადო შენობის უქონლობის გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდა. დაისვა შენობის საქველმოქმედო წესით აგების საკითხი. საერთო მოწონება ჰპოვა ინიციატივამ ცოლ-ქმარ ვირკოვსკებისა, რომლებმაც მათ მიერ გამართული მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოებიდან მიღებული თანხა  მთლიანად ბიბლიოთეკის შენობის აგებას შესწირეს.

1908 წელს თვითთმართველობამ მიხეილის ბულვარში გამოყო ფართი საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ასაგებად. მშენებლობას სამშენებლო მასალები შესწირეს: გ.საბახტარაშვილმა, ალ.ჩახავამ, ა.ხოშტარიამ, ე.გაბელიამ, გ.დიდიამ, ს.ურუშაძემ.

ფოთის მოსახლეობის ერთსულოვანი მხარდაჭერის შედეგად 1909 წ ქალაქის არქიტექტურამ ნაგებობათა  საერთო ანსამბლს ბიბლიოთეკის ახალი შენობა შეემატა.

არქიტექტორი; ედმონდ ფრიკი

კარგა ხანია, ამ შენობაში საბავშვო ბიბლიოთეკაა განთავსებული. იგი დღესაც ამშვენებს პარკს და ძველებურად  თავისკენ იზიდავს წიგნის კითხვის მოყვარულ, ცოდნის შეძენის მოწყურებულ მოსწავლე  ახალგაზრდობას.

1917-1972 წლებში ბიბლიოთეკების რაოდენობა გაიზარდა 4 ერთეულით. 1972 წელს მოხდა ბიბლიოთეკების ქსელის ცენტრალიზაცია. 1972-1998 წლებში ბიბლიოთეკების რიცხვი ქალაქში 16 ერთეულს შეადგენდა. 1998 წელს 27 თებერვალს ქ.ფოთის მერიის №45 ბრძანებით მოხდა ბიბლიოთეკების ქსელის რეორგანიზაცია,რის შედეგადაც ქალაქში ბიბლიოთეკების გამსხვილების მიზნით დარჩა 1 სათაო და 8 ბიბლიოთეკა ფილიალი. შეიქმნა საბიბლიოთეკო გაერთიანება.

2007 წლის 30 ოქტომბერს №14/70 ქალაქ ფოთის საკრებულოს განკარგულებით, ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებას მიენიჭა იურიუდიული სტატუსი და შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

2007 წელს მოხდა  ქსელის რეორგანიზაცია ოპტიმიზაციის შედეგად გაუქმდა ხუთი ბიბლიოთეკა დარჩა  ქალაქში 4 ბიბლიოთეკა. ერთი მთავარი და სამი ბიბლიოთეკა ფილიალი.

2014 წელს დაიწყო საბიბლიოთეკო გაერთიანების წიგნადი ფონდის ელექტრონული კატალოგიზაცია და  ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა შეიქმნა.

2021 წლის წიგნადი ფონდი 142162

წლიური მკითხველი 2040

ელექტრონული კატალოგიზაცია 45492 (ქართული წიგნი)

ღონისძიება – აქტივობა   70

თანამშრომელი 25

საბიბლიოთეკო გაერთიანების ბაზაზე მუშაობს ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე“, ვიდეო პროექტები – ეს ჩემგან მახსოვს, სარკმელი კინოს სამყაროში,გზავნილი სივრცეში.

1998 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურისა სამინისტროს №348 ბრძანებით ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებას მიენიჭა  საბაზო ბიბლიოთეკის წოდება.

 

დირექტორები:

  1. ნიკოლოზ ბათლომეს ძე გუჯაბიძე – ფოთის საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე 1951წ. ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი 1972 – 1989წწ.

       ფოთის საპატიო მოქალაქე.

  1. თამაზ კონსტანტინეს ძე გურგენაძე ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი 1990-1992 წელი.
  1. ნუნუ ილიას ასული ჭელიძე. ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი 1992 წლიდან დღემდე.

საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარები:

1 ნიკოლოზ ბათლომეს ძე გუჯაბიძე – 1961 წელი

  1. თამარ იოანეს ასული ქავთარაძე – 1967 წელი
  2. ვალია მიხეილის ასული პერტია – 1981 წელი
  3. ლუსია კონსტანტინეს ასული ჟველია – 1966 წელი
  4. ალექსანდრა ზაქარიას ასული გუჯაბიძე -1960
  5. მარგო ილარიონის ასული შეროზია – 1966 წელი
  6. თამარ პეტრეს ასული ჩოჩია – 1961 წელი
  7. თინა სიმონის ასული სალაყაია – 1981 წელი