ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში

ბიბლიოთეკის მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური მასალის ასლის გადაღებით, სკანერის აპარატით, რისთვისაც  უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს. ასლის გადაღებისას მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.

ბიბლიოთეკის ყველა სამკითხველო დარბაზში ინტერნეტში თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფილია უკაბელო Wireless  ტექნოლოგიის მეშვეობით.

ღონისძიებების ჩატარება: ბიბლიოთეკა აწყობს როგორც ბიბლიოთეკის ინიციატივით ორგანიზებულ, ისე გარეშე პირებისა თუ ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებს.

ბიბლიოთეკაში იმართება წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, კონფერენციები, საიუბილეო საღამოები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, პოეზიის საღამოები, კინოჩვენებები და სხვა ტიპის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ჩვენი კარი ღიაა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის დისკუსიებისთვის.

ბიბლიოთეკას ღონისძიებების მოსაწყობად აქვს სამი სივრცე: საგამოფენო, საკონფერენციო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია. ყველა მათგანი მდებარეობს ბიბლიოთეკის შენობაში   ( წმინდა  ნინოს №6 )