იცნობდეთ თქვენს ბიბლიოთეკარებს !
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ამჯერად ჩვენი კოლეგების შინაგან სამყაროში გეპატიჟებით. მთავარი ბიბლიოთეკის ფოიეში გაიხსნა გამოფენა — «შემოქმედებითი ფორმულარი» , სადაც ჩვენი ბიბლიოთეკარების მიერ თავისუფალ დროს, დიდი მონდომებით შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ეს არის გამოფენა ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თქვენს სამკითხველო გამოცდილებაზე.
დღეს თამარ ყაზარაშვილი, ნანა ნადარეიშვილი და ლეილა შეროზია თავად ხდებიან ავტორები და საკუთარ ხელოვნებას გიზიარებენ

