საბიბლიოთეკო კვირეული: „პოეზიის ქიმია“
შეიძლება თუ არა ლექსმა ფერი იცვალოს? ან ლიტერატურულმა შთაგონებამ ლაბორატორიულ სინჯარაში გადაინაცვლოს?
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, „გულის სამელნემ“ ტრადიციული სიმყუდროვე ქიმიის ლაბორატორიის იდუმალებით შეცვალა.
პროექტის — „სკოლა და ბიბლიოთეკა“ — ფარგლებში, სალონელებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იბადება «პოეზიის ქიმია» .
დიდი მადლობა თეოფანე დავითაიას სახელობის №1 საჯარო სკოლას და ქალბატონ ნატრული ტაბიძეს ამ საოცარი მასპინძლობისთვის. თქვენი დახმარებით, ქიმიის სამყარო ჩვენთვის ისეთივე მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორც საყვარელი პოეტური სტრიქონები.
ეს იყო დღე, როდესაც ექსპერიმენტი და ლიტერატურა ერთ დიდ თავგადასავლად გაერთიანდა.
ღონისძიების სრულად სანახავად გადადით ლიკზე: https://www.facebook.com/reel/2080281579221984