აპრილის მიწურულს, საქართველოში ერთი მშვენიერი ტრადიცია გვაერთიანებს — საბიბლიოთეკო კვირეული! 
ეს არის დღესასწაული ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ წიგნი ყველაზე დიდი თავგადასავალია, ხოლო ბიბლიოთეკა — ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება.
პროექტის „სკოლა და ბიბლიოთეკა“ ფარგლებში, კვირეულის პროგრამა საზეიმოდ გაიხსნა. №4 საჯარო სკოლამ წარმოადგინა ღონისძიება — «ჯადოსნური კიბე ბავშვობაში» . ეს იყო დღე, ახალი აღმოჩენებით, წიგნისადმი სიყვარულითა და დაუვიწყარი ემოციებით.
მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულობისთვის, ხოლო დამრიგებელ მედეა გვენეტაძესა და პედაგოგებს — ნანა და მაკა სვანაძეებს, იმ საოცარი განწყობისთვის, რომელმაც ყველანი ბავშვობაში დაგვაბრუნა!
ღონისძიების სრულად სანახავად გადადით ლიკზე https://www.facebook.com/reel/960613833015224