საბიბლიოთეკო გაერთიანება გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
30 აპრილი – საქართველოს ბიბლიოთეკარის დღე

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! გისურვებთ დღეგრძელობას, პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს!
საჯარო ლექცია „წიგნიერება“ – გიორგი კეკელიძე

25 აპრილს 13-00 სთ-ზე მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „წიგნიერება“ . დასწრება თავისუფალია
25 აპრილი – სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების გახსნას. თითოეული კუთხის სპეციფიკის მიხედვით შექმნილი ულამაზესი წიგნის ბუდეები არაერთ საინტერესო წიგნს სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. ძირითადად ბიბლიოთეკები უახლესი ლიტერატურისგან შედგება. მკითხველს კი შეუძლია ბუდეში მოთავსებული წიგნის აღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება ან სხვა წიგნით ჩანაცვლება. 25 აპრილს – 12 საათზე გელოდებით, ქალაქ ფოთის ცენტრალური კულტურისა და […]
შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან

31 მარტს, 14:00სთ-ზე, საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ტარიელ ხარხელაურთან. დასწრება თავისუფალია. მისამართი: წმინდა ნინოს #6
გამოფენა – 1921 წლის თებერვალი / “ისტორია პრესის ფურცლებიდან”

გამოფენა 1921 წლის თებერვალი “ისტორია პრესის ფურცლებიდან”
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მკითხველებთან შეხვედრა ღია ცის ქვეშ, საბიბლიოთეკო გაერთიანების არტ-სივრცეში შედგა. სხვადასხვა ასაკის მკითხველებმა წაიკითხეს ფრაგმენტები საყვარელი ავტორების წიგნებიდან. #წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე #წაიკითხეწიგნიშეცვალემსოფლიო
“ზამთრის ზღაპარი”

საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებულმა ლიტერატურულმა სალონმა ” გულის სამელნემ” საახალწლო განწყობით წარმოადგინა ” ზამთრის ზღაპარი” “მადლიერება ყველაზე ლამაზი ყვავილია, რომელიც სულიდან იზრდება”, – ჰენრი უორდ ბიჩერი. მადლობა, საახალწლო განწყობის შექმნისთვის და მხარდაჭერითვის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ალანიას, ლიტერატურული სალონის „გულის სამელნე“-ს თითოეულ წევრს სრული ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს. https://www.facebook.com/Poti.library2022/videos/504707995063267
20 დეკემბერს – „ხალხური სიბრძნის სამყარო“ ( ერთობლივი პროექტი )

20 დეკემბერს – სთ-ზე ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება, აკ. ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებლი, ა. ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს „ხალხური სიბრძნის სამყარო“ დასწრება თავისუფალია მის: წმინდა ნინოს №6
ლიტერატურული კომპოზიცია “ჩემი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება” – ღონისძიება

21 ნოემბერს, საბიბლიოთეკო გაერთიანების არტ-სივრცეში, ტერენტი გრანელის-125 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.