ლიტერატურული კომპოზიცია “ჩემი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება”

21 ნოემბერს, 15:00 საათზე საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონი “გულის სამელნე”, ტერენტი გრანელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ლიტერატურულ კომპოზიციას “ჩემი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება” დასწრება თავისუფალია მისამართი: წმინდა ნინოს N6
ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების განცხადება

28 ოქტომბერს დაანონსებული ღონისძიება, შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო.
“სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა”- ახალი კრებულის პრეზენტაცია

28 ოქტომბერს 15 სთ-ზე საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში პოეტ ტარიელ ხარხელაურის ახალი კრებულის “სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა” პრეზენტაცია გაიმართება. მის: წმინდა ნინოს N6 ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება
დღეს 17 ოქტომბერს ლერი ალიმონაკის დაბადების ღღეა!

საქართველოში არაერთი გამორჩეული ადამიანი ცხოვრობს ერთ-ერთი ლერი ალიმონაკია. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მკითხველს, ქართულ ენაზე საკაცობრიო თხზულებანი – „დაო დე ძინი“ და „უპანიშადები“ უბოძა. დავიწყებას გამოსტაცა ბოლშევიკური რეჟიმისგან დევნილი XX საუკუნის დიდი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი. დღეს 17 ოქტომბერს ლერი ალიმონაკის დაბადების ღღეა! ფოთელი მკითხველების სახელით ვულოცავთ! ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. https://www.facebook.com/100080688279142/videos/2949884025319070
წიგნები საჩუქრად! ბიბლიოთეკებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი!

წიგნები საჩუქრად! ბიბლიოთეკებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი! წიგნი ერთად მოიცავს: ცოდნას, სიხარულს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას… წიგნი, კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, მთელი სამყაროა. მადლობა, Arveladze Foundation – ფონდი არველაძე Georgian Publishers and Booksellers Association / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია #წიგნებიბიბლიოთეკას #მოდიბიბლიოთეკაში სიახლე მკითხველთათვის! ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უახლესი გამოცემებით განახლდა. გელოდებით!
რევაზ ჩხარტიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი “ნეოიბერია”

რევაზ ჩხარტიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი “ნეოიბერია” აგრძელებს საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან თანამშრომლობას და ერთგვარ ტრადიციას უყრის საფუძველს სამკითხველო დარბაზში, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასების მქონე ფოთელი სტუდენტების სტიპენდიით წახალისებას. ვიდეო: https://fb.watch/fWMeWlCr5p/
ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი 2022

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს Arveladze Foundation – ფონდი არველაძე Georgian Publishers and Booksellers Association / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
ლიტერატურული სალონის “გულის სამელნე”- ს შემაჯამებელი შეხვედრა.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში, ლიტერატურული სალონის “გულის სამელნე”- ს წევრებმა წარმოადგინეს წლის შემაჯამებელი შეხვედრა. საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისათვის, მადლობის სიგელები გადაეცათ სალონის წევრებს: გვანცა კვაჭაძეს, ხათა გოგუას და გიორგი სანიკიძეს. ვიდეოს ბმული: https://www.facebook.com/Poti.library2022/videos/491326479484560
15 სექტემბერი – შეხვედრა ახალგაზრდებთან

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში შედგა შეხვედრა ქალაქის ახალგაზრდობასთან. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში ბიბლიოთეკაში განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია.
ბიოგრაფიულ-დოკუმენტური ფილმი „ თუნდ დრო წავიდეს“

საბიბლიოთეკო გაერთიანების შემოქმედებით ლაბორატორიაში შეიქმნა ოთარ თეზელაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიულ დოკუმენტური ფილმი „ თუნდ დრო წავიდეს“. სცენარი/რეჟისურა ირმა კეკელიძე, მონტაჟი/გადაღება ლუკა ამბალია, ტექსტს კითხულობდა მსახიობი ზურა დონდოლაძე. მდინარე რიონზე გადაღების უზრუნველყოფისთვის მადლობას ვუხდით ჰიდროგრაფიულ სამსახურს. შეიქმნა ოთარ თეზელაშვილის ლექსთა კრებული.. მადლობას ვუხდით სარეკლამო სალონს „პი-არტი“ კომპიუტერული უზრუნველყოფისთვის. ფილმის ბმული: https://www.facebook.com/Poti.library2022/videos/2254782704724340 […]