Skip to main content

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება

ქ. ფოთი, წმინდა ნინოს №622 81 24 · 22 81 25
sabiblioteko.gaertianeba1@gmail.com

30 აპრილი -პროფესიული დღესასწაული

30 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აუდიტორიას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ. „ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკაა, რომელიც კოორდინაციას უწევს საბიბლიოთეკო საქმეს მთელს ქვეყანაში. ჩვენი […]

„ფაზისის აკადემიის“ მორიგი სხდომა.

13 მაისს საბიბლიოთეკო გაერთიანების, გურამ დოჩანაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა „ფაზისის აკადემიის“ მორიგი, გაცნობითი ხასიათის სხდომა. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გია კვაშილავამ, უძღვებოდა სწავლული მდივანი ეკა კარტოზია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფოთის „ფაზისის აკადემიის“ წევრები .

საბიბლიოთეკო გაერთიანების შენობაში ,,სივრცე ახალგაზრდებისთვის” გაიხსნა.

ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, საბიბლიოთეკო გაერთიანების შენობაში, ,,სივრცე ახალგაზრდებისთვის” გაიხსნა. ,,სივრცე ახალგაზრდებისთვის” UNICEF მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნა ახალგაზრდებისთვის, შემეცნებისა და განვითარების გზების აღმოჩენა,იდეების გაზიარება.      

საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ტრადიციულად საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები სკოლიდან სამკითხველო დარბაზში აგრძელებენ ხმამაღლა კითხვას. ჩვენი მკითხველებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა! საყვარელი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებასთან ,მათ წიგნებთან და ლიტერატურულ გმირებთან ერთად მოგზაურობა.

“და დრო ახალი პაემანისა”

26 აგვისტოს, 19:00-საათზე საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონი “გულის სამელნე” წარმოგიდგენთ “და დრო ახალი პაემანისა” მისამართი: წმინდა ნინოს N6 დასწრება თავისუფალია.