9 სექტემბერს საბიბლიოთეკო გაერთიანების სამკითხველო დარბაზში თავი მოიყარა ქალაქის საზოგადოებრიობამ. წარმოდგენილი იყო ოთარ თეზელაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიულ დოკუმენტური ფილმი „ თუნდ დრო წავიდეს“ . მისი განვლილი ცხოვრების გზა დღესაც საზოგადოების ინტერესს იწვევს, ის ისევ ისე უყვართ.. ისევ ახსოვთ.. მასზე ისევ ისე აღფრთოვანებით საუბრობენ.. დრო მასთან ერთად 90-იან წლებში გაჩერდა და ჩვენი ქალაქის ისტორიის განუყოფელ ნაწილად დარჩა .
