საბიბლიოთეკო კვირეული- 2025

საბიბლიოთეკო კვირეული _წიგნების სამყაროში მოგზაურობა, ახალი ცოდნის აღმოჩენა და საინტერესო თავგადასავლები! დავაფასოთ კითხვა, აღმოვაჩინოთ იდეები და გავუზიაროთ ერთმანეთს!
პროექტი: “სკოლა და ბიბლიოთეკა”

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში პროექტი: “სკოლა და ბიბლიოთეკა” „მეგობარი – ერთი სიტყვის კვალდაკვლ“ მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის.თქვენ შეძელით ცოდნისა და კრეატიულობის ჰარმონიული შერწყმა, რაც უდაოდ დასაფასებელია. მადლობა, ქალბატონ ლეილა ხონელიძეს ურთიერთთანამშრომლობისა და პროექტში ჩართულობისთვის. ღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/Poti.library2022/videos/694913263020905
იისფერი პოეზია

საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა ღონისძიებით „იისფერი პოეზია“, რომელიც მიეძღვნა პოეტ ზოია გრაფიშვილი-მარგველაშვილის საიუბილეო თარიღს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საბიბლიოთეკო კვირეული, თავისი მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების წიგნიერების კულტურის განვითარებასა და ცოდნის გავრცელებაში. ღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/Poti.library2022/videos/1217187463471002
ესსეების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული სამყარო“

ესსეების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ შეაფასეს ფილოლოგებმა გულჩორა მატკავამ და თინათინ ცანავამ. გამარჯვებულებს კი საპატიო ჟიური გამოავლენს საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე.
გამოფენა:”ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე”

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ფოიეში მოეწყო რესტავრირებული წიგნების გამოფენა. რევაზ ოჩიგავა წლების განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობს წიგნების აღდგენაზე. მისი ხელოვნება მოიცავს როგორც ფიზიკური დაზიანებების აღმოფხვრას, როგორებიცაა გაცვეთილი ყდები, დახეული ფურცლები და ლაქები, ასევე წიგნის თავდაპირველი იერსახის შენარჩუნებას. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მოწყობილი ეს გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
ესსეს კონკურსი “ჩემი თვალით დანახული სამყარო”

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ესსეს კონკურსი “ჩემი თვალით დანახული სამყარო”, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდა თაობის ნიჭი და კრეატიულობა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონკურსში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონის “გული სამელნე”-ს წევრებმა.
საბიბლიოთეკო კვირეული – 2025

1. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას, საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებულმა ლიტერატურულმა სალონმა „გულის სამელნე“ წარმოადგინა იუბილარი ნაწარმოებების პრეზენტაცია. ღონისძიების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/Poti.library2022/videos/552575277497751 2. საბიბლიოთეკო კვირეული ტრადიციულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიბლიოთეკებში ტარდება. მისი მიზანია წიგნიერების გავრცელება, კითხვის ხელშეწყობა და ბიბლიოთეკების, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის, როლის გაძლიერება. […]
30 აპრილი -პროფესიული დღესასწაული

30 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აუდიტორიას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ. „ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკაა, რომელიც კოორდინაციას უწევს საბიბლიოთეკო საქმეს მთელს ქვეყანაში. ჩვენი […]