ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება

გამოფენა:”ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე”

📚საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ფოიეში მოეწყო რესტავრირებული წიგნების გამოფენა. რევაზ ოჩიგავა წლების განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობს წიგნების აღდგენაზე. მისი ხელოვნება მოიცავს როგორც ფიზიკური დაზიანებების აღმოფხვრას, როგორებიცაა გაცვეთილი ყდები, დახეული ფურცლები და ლაქები, ასევე წიგნის თავდაპირველი იერსახის შენარჩუნებას.
📌საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში მოწყობილი ეს გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.