საჯარო ლექცია „წიგნიერება“ – გიორგი კეკელიძე

25 აპრილს 13-00 სთ-ზე მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე „წიგნიერება“ . დასწრება თავისუფალია
25 აპრილი – სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების გახსნას. თითოეული კუთხის სპეციფიკის მიხედვით შექმნილი ულამაზესი წიგნის ბუდეები არაერთ საინტერესო წიგნს სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. ძირითადად ბიბლიოთეკები უახლესი ლიტერატურისგან შედგება. მკითხველს კი შეუძლია ბუდეში მოთავსებული წიგნის აღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება ან სხვა წიგნით ჩანაცვლება. 25 აპრილს – 12 საათზე გელოდებით, ქალაქ ფოთის ცენტრალური კულტურისა და […]